რეზონანსი
26.09.2019

  ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ევროპული საქართველოს" თავმჯდომარე ბათლომე შელია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე აქვეყნებს ვიდეოს, რომელშიც დარჩელის საბავშვო ბაღის ერთ-ერთი ოთახი ჩანს. რამდენიმეწამიან ვიდეოში ვხედავთ, რომ მცირეწლოვანი ბავშვები ხალიჩაზე გაფენილ საბნებზე წვანან. ვიდეო ერთ-ერთმა მშობელმა, თორნიკე ხარამაშვილმა გადაიღო. მან რადიო „ათინათს" უთხრა, რომ ბაღის აღმზრდელებმა კადრის გადაღების საშუალება არ მისცეს. რაც შეეხება ბავშვების იატაკზე დაძინების ფაქტებს, ხარამიშვილის მტკიცებით, დარჩელის ბაღში აღსაზრდელებს სწორედ ასე აძინებენ.

„ჩვენ ამის შესახებ ვიცოდით, უბრალოდ, სხვა გზა არაა, ვერსად წაიყვანენ მშობლები ბავშვებს. საბნები მოგვატანინეს და გვითხრეს, რომ მალეე გამოსწორდებოდა, მაგრამ უკვე აღარ მჯერა.სხვა მხრივ მე არავითარი პრეტენზია არ მაქვს ბაღთან, შესაბამისმა სამსახურებმა უნდა მიხედონ ამ ამბავს", - ამბობს ხარამაშვილი.

წყარო: პირველირადიო

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×