ოკუპირებულ აფხაზეთთან ახლოს, ხურჩა-ნაბაკევის საოკუპაციო ხაზთან არსებულ საგუშაგოზე ჯარისკაცი დაიჭრა.
20 წლის კობა გეთიას სავარაუდოდ, იარაღი გაუვარდა და ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
ჯარისკაცის ბაბუა, სულიკო გეთია აცხადებს, რომ დაჭრილი სავალდებულო სამხედრო სამსახურს იხდიდა, რა დროსაც იარაღი გაუვარდა.
ჰოსპიტალში დაჭრილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით არ საუბრობენ.
შსს-ში „პრაიმტაიმს" განუცხადეს,რომ ფაქტზე გამოძიება124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის დაზიანებას გულისხმობს.
ინციდენტი 24 სექტემბერს მოხდა.
წყარო: პრაიმტაიმი