
წავა თუ არა ოდესმე რუსეთში და გამართავს თუ არ იქ კონცერტს? - ამ კითხვას ლეგენდარულმა ქართველმა მომღერლმა ბუბა კიკაბიძემ ჟურნალ "სარკესთან" ინტერვიუში უპასუხა:
"როცა პუტინის ხელისუფლება შეიცვლება, აუცილებლად ჩავალ და დიდ კონცერტს გავმართავ. ეს – მოკლედ, ახლა უფრო ვრცლად: ყველაფერი დაიწყო იმით, რომ პუტინმა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის ოკუპაცია მოახდინა, მე კი ხალხთა მეგობრობის ორდენი გამომიგზავნა. არც დავფიქრებულვარ, უკან გავუგზავნე.
"მიმინო" უმეტესობას კომედია ჰგონია, არადა ფილმი ქვეყნის სიყვარულზეა. "დიდმა ავიაციამ" არ უნდა მოგხიბლოს და გაგიტაცოს. შენი, თუნდაც ძალიან პატარა ქვეყანა უნდა გიყვარდეს, მასთან ერთად უნდა იყო უბედურიც და ბედნიერიც. შენს სამშობლოში უნდა ააშენო სახლი, დარგო ხე, გაზარდო თაობა. მე რომ ოკუპანტის ორდენი ამეღო, შვილიშვილებისთვის თვალებში როგორ შემეხედა, ჩემი სიმღერის სიმართლეში ჩემი ხალხი როგორ დამერწმუნებინა?!" - განაცხადა კიკაბიძემ.