რეზონანსი
25.09.2019

 (რეზონანსი)სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ზე არხის მთავარი საინფორმაციო გამოშვება კურიერი 9 საათზე ეთერში გავიდა. 13 წლის შემდეგ არხზე დაბრუნდა ნათია ლაზაშვილი.

ლაზაშვილმა მაყურებელს მიმართა, იქამდე კი თავისი მიმართვის სიტყვა პირდაპირ ეთერთი არხის აღმასრულებელმა დირექტორმა ირაკლი იმნაიშვილმა თქვა, რომელმაც მაყურებელს ასე მიმართა:

"გამარჯობა, რუსთავი 2-ის 25 წლიანი ისტორია გრძელდება. ამ არხმა კიდევ ერთი კრიზისი გადალახა და თავისი სიძლიერე დაამტკიცა. დღიედან კურიერის პროფესიული ფასეულობები ეფუძნება სარედაქციო დამოუკიდებლობას. ჩვენ არ ვიქნებით არცერთი პოლიტიკური პარტიის თუ ბიზნესჯგუფის მხარეს. კურიერი არ იცრუებს, არ მოახდენს ფაქტებით მანიპულირებას. ჩვენი მისიაა, ვიყოთ დემოკრატიული ფასეულობების სადარაჯოზე. ჩვენი ამოცანაა, დავაჩქაროთ ევროპაში ინტეგრაცია. გვჯერა, რომ საქართველოსთვის ევროპული არჩევანი უალტერნატივოა. ჩვენი ქვეყნის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ, მოსახლეობის დიდი ნაწილი ცხოვრობს სიღარიბის ზღვარზე, ლარის გაუფასურება ამძიმებს ეკონომიკურ მდგომარეობას, ჩვენ ამ პრობლემებზე რეაგირებას ყოველდღე მოვითხოვთ, ჩვენ ვმუშაობთ თქვენთვის, ჩვენი მთავარი სიძლიერე თქვენი ნდობაა. ჩვენ ვართ რუსთავი 2 და ეს კურიერია", - მიმართა მაყურებელს ირაკლი იმნაიშვილმა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×