რეზონანსი
25.09.2019

 იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წერვი სერგო მეთოფიშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს. ის ამბობს, რომ უზენაესი მოსამართლეობის კანდიდატის მამა ყოფილმა პატიმარმა კაბინეტში მოკლა.

„მეგობრებო, ვფიქრობ, რომ ქ-ნი თამარ ალანია არ გამინაწყენდაბა იმისათვის, რასაც ეხლა მოგიყვებით, ვინაიდან მას არ უყვარს ამ ამბის გახსენება და ეს ბუნებრივიც არის, თუმცა ვფიქრობ საზოგადოებისათვის საინტერესო იქნება.

ქ-ნი თამარ ალანიას ოჯახში პროფესიულ ტრადიციას მამის მამამ ჩაუყარა, ის უზენაესი სასამართლოს მოსამართლე იყო. ბაბუის არჩევანი მამამაც გაიზიარა. მამა 1989 წელს ტრაგიკულად დაიღუპა...

ციხიდან გამოსულმა ყოფილმა ბრალდებულმა (მხარემ) თავისივე სამუშაო ოთახში სასტიკად გაუსწორდა, კერძოდ, მიუვარდა და ვერაგულად მოკლა მოქმედი მოსამართლე (ქ-ნი თამარ ალანიას მამა) და კიდევ ერთი ყოფილი მოსამართლე...

მკვლელობა იმდენად საზარელი იყო, რომ მკვლელს საქართველოში არც ერთი ადვოკატი დამცველად არ დაუდგა და ადვოკატი მხოლოდ რუსეთში, ისიც სახაზინო წესით მოიძებნა.

აი, ასე სასტიკად უსწორდებოდნენ იმ დროს ყოფილი ბრალდებულები მოსამართლეებს...

მე მახსოვს ის დრო... შემდეგ იყო ქვეყანაში არეულობა...შემდეგ ქვეყანა ნელ-ნელა დალაგდა...

ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ის დრო აღარ დაბრუნდება! ჩვენი საზოგადოება ამას აღარ დაუშვებს!

ყოფილი ბრალდებულები დღეს ვეღარ კლავენ მოსამართლეებს, თუმცა როგორც ჩანს ზოგიერთს, მოსამართლეების ტანჯვის სურვილი აქვს და ამისგან ძალიან დიდ სიამოვნებასაც ღებულობს..., მაგალითად პატივცემული დეპუტატი ბატონი ლევან გოგიჩაიშვილი.

ისე კი რიტორიკულ კითხვას დავსვამ, მაინტერესებს იმ ძველ, ბნელ და არეულ დროს რომ ყოფილიყო რას უზამდა მოსამართლეს ყოფილი ბრალდებული, “პოლიტპატიმარი”, პატივცემული დეპუტატი ბატონი ლევან გოგიჩაიშვილი? ისევე მხოლოდ დატანჯავდა თუ...“ - წერს სოციალურ ქსელში სერგო მეთოფიშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×