რეზონანსი
25.09.2019

 

40 სახეობის ჰიგიენური საშუალება , რომელიც სიმსივნეს, ასთმასა და სუნთქვის გართულებას იწვევს ქართულ ბაზარზე იყიდება .

ორგანიზაცია "მომხმარებელი.ჯი" აქვეყნებს კვლევის საგანგაშო შედეგებს.

როგორც გაირკვა, სიცოცხლისთვის საშიშ დაავადებებს იწვევს რუსული და უცხოური წარმოების თმის სახებავები, შამპუნები, საცხები და სხვადასხვა პროდუქტები.

ორგანიზაციამ ყველა ის პროდუქტი გაგზავნა საფრამგეთში ლაბორატორიული კვლევის ჩასატარებლად რომელსაც საქართველოში ძალიან ბევრი მომხმარებელი ჰყავს.

თავად "მომხმარებელი.ჯის" წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ჯანდაცვის სამინისტრო უნდა ახდენდეს ბაზარზე არსებული საშუალებების კონტროლს თუმცა მნსგავსი კონტროლის მექანიზმი დღეს საქართველოში არ არსებობს.

"ჩვენ 40 სხვადასხვა დასახელების პროდიქტი შევამოწმეთ და ყველა მათგანში აღმოჩნდა ჯანმრთელობისთვის საშიში ნივთიერება, რომელიც სიმსივნეს და სხვა მძიმე დაავადებებს იწვევს. პარფიუმერულ-კოსმეტიკური ნაწარმი საქართველოში არ მოწმდება, მხოლოდ დამოკიდებულები ვართ, მეწარმეთა კეთილსინდისიერებაზე" - აცხადებს კვლევისა და განვითარების ცენტრის მომხმარებელთა უფლებების დაცვის პროგრამის ხელმძღვანელი ვახტანგ კობალაძე.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×