რეზონანსი
25.09.2019

 

"ეს ადამიანი არ არის პირველწყარო, ვისზეც საუბრობს მინისტრის მოადგილე..."

დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია შს მინისტრის მოადგილეს კახა საბანაძეს სიცრუეში ადანაშაულებს.

საბანაძემ დღეს მედიას უთხრა, რომ „პირი, რომელმაც პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები მასობრივად გაავრცელა, პასუხისგებაშია მიცემული".

ბესელია საბანაძეს მოუწოდებს დაასახელოს კონკრეტული ადამიანი, ვიზეც დღეს მედიასთან ისაუბრა.

„ეს არის ცრუ განცხადება, რომელიც მეორედ გაკეთდა, არავითარი პირველწყარო იდენტიფიცირებული არ არის და თუ ასეა, დაასახელოს მაშინ ბატონმა საბანაძემ. თუ ის გულისხმობს სომხეთის ციხეში მყოფ პატიმარს, რომელზეც იყო მინიშნება, რომ თითქოს ის არის პირველწყარო, ეს არის ტყუილი, რადგან იმ ადამიანმა ეს უკანონო ჩანაწერი ატვირთა 3 დღის შემდეგ, მას შემდეგ რაც უკვე გავრცელებული იყო 27 იანვრიდან ეს უკანონო ჩანაწერი.

ეს ადამიანი არ არის პირველწყარო, ვისზეც საუბრობს მინისტრის მოადგილე. მივმართავ მას, გაასწოროს მისი მცდარი, შეცდომაში შემყვანი განცხადება ან დაასახელოს, თუ ამ რამდენიმე დღეში მოხდა რაიმე, მაგრამ გარწმუნებთ, არაფერი მომხდარა, თორემ მეცოდინებოდა,"- განაცხადა ეკა ბესელიამ.

წყარო: ნიუპოსტი

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×