რეზონანსი
25.09.2019

  „როგორც ვიცი, ქალბატონი ეკა დაბარებულია პროკურატურაში და დაველოდოთ როგორ განვითარდება პროცესები".

შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე კახა საბანაძე აცხადებს, რომ პირი, რომელმაც პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები მასობრივად გაავრცელა, პასუხისგებაშია მიცემული.

საბანაძემ ეს კომენტარი დეპუტატ ეკა ბესელიას განცხადების შეფასებისას გააკეთა. დამოუკიდებელი დეპუტატი ამბობს, რომ ფარული ჩანაწერებით ადამიანების შანტაჟი დღემდე გრძელდება.

„როგორც ვიცი, ქალბატონი ეკა დაბარებულია პროკურატურაში და დაველოდოთ როგორ განვითარდება პროცესები. რაც შეეხება კადრების გავრცელების საკითხს, კადრები ვინც პირველად ხელმისაწვდომი გახადა და მასიურად გაავრცელა მასობრივი საინფორმაციო საშუალებებში, ის პირი მიცემულია პასუხისგებაში", - განაცხადა კახა საბანაძემ.

წყარო: ნიუპოსტი

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×