რეზონანსი
25.09.2019

  თბილისის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე დაგვიანებული და გაჭიანურებული ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო კონტრაქტორი კომპანიები გააკრიტიკა.

კალაძე კონკრეტულად ორი პროექტს გლდანში, ხიზანიშვილი-ვეკუას ქუჩებზე მიმდინარე სამუშაოებს და კიკვიძის ბაღში მიმდინარე სამუშაოებს შეეხო.

"მშენებლობის კულტურა არ გვაქვს ქვეყანაში. განსხვავებული მიდგომები აქვთ. აქვთ სამშენებლო კომპანია, რაღაც ერთ გზას დააგებენ, "ჯიპს" იყიდიან და ამით ჰგონიათ, რომ "ვსო", უკვე მაგარი კომპანია აქვთ, აწყობილი აქვთ ყველაფერი... მიდის მერე პირამიდებით, რაღაცეებს მაიმუნობენ... სამუშაოს ვერ შეასრულებს, მერე ვინ არის დამნაშავე? საზოგადოებას არ აინტერესებს კონტრაქტორია დამნაშავე თუ სხვა. პასუხისმგებელი ხარ შენ - დედაქალაქის მერია და შესაბამისად, ჩვენს მიმართ აქვთ პრეტენზიები" - აღნიშნა თბილისის მერმა.

წყარო: ალია

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×