რეზონანსი
25.09.2019

 თბილისელმა ბარბარე ამირბარმა "ფეისბუქით" შემდეგი სახის ინფორმაცია გამოაქვეყნა, რომელიც თავად მას რამდენიმე დღის წინ შეემთხვა:

“ძალიან დიდი ამბავი ატყდა, ამიტომ მეც დავწერ იმას რისი დაწერაც მინდოდა და ვერ შევძელი. გუშინ ყველაზე მძიმე დღე იყო ჩემთვის, გუშინ დავფიქრდი კიდევ უფრო ღრმად ჩვენს ცხოვრებაზე.

გული ახლაც ისე მიცემს, ისე ვიწვი შინაგანად,რომ რთულია გადმოვცე...

კარებთან ბავშვის ტირილი-გავრბივართ და 1თვის (შეიძლება არც) უსუსური ბავშვი ჩვენს წინ….

მეც დედა ვარ, იმწამსვე ჩავიხუტე და დაიძინა… (ბევრს ვეღარ ვილაპარაკებ)

პოლიციამ წაიყვანა, კარგად არის.

არ ვიცი, როგორ ან რანაირად, მაგრამ თუ კითხულობ ჩემს პოსტს, შემეხმიანე. აბსოლუტურად ყველა გვერდში დაგიდგებით და გაგაზრდევინებთ ჩვენს ბიჭუნას... შენ სჭირდები, დედა სჭირდება...

შემთხვევა მოხდა საბურთალოზე, 18 სექტემბერს”, - დაწერა ბარბარე ამირბარმა, მოგვიანებით კი კომენტარში მიაწერა:

"ბავშვი საავადმყოფოშია და კარგად გრძნობს თავს. სამწუხაროდ, კანონების მიხედვით არ დაგვიტოვეს ჩვენ. ცოტა ხანში გადაიყვანენ თავშესაფარში. დედა არ გამოჩენილა".

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×