რეზონანსი
24.09.2019

(რეზონანსი) აშშ-ის და უკრაინის პრეზიდენტების სკანდალური სატელეფონო საუბარი 25 სექტემბერს გასაჯაროვდება. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა Twitter-ის გვერდზე დაწერა.

მისი თქმით, საუბრის ჩანაწერი მთლიანად, რედაქტურის გარეშე გამოქვეყნდება.

"დარწმუნდებით, რომ ეს ძალიან მეგობრული და წესიერი საუბარი იყო", - წერს აშშ-ის პრეზიდენტი.

სკანდალი ტრამპისა და ზელენსკის სატელეფონო საუბრის გარშემო მას შემდეგ გაჩნდა, რაც აშშ-ის დაზვერვის თანამშრომელმა დონალდ ტრამპის წინააღმდეგ დაწერა საჩივარი, რომელიც მისი და ერთ-ერთი უცხოელი ლიდერის საუბარს ეხებოდა. 

მოგვიანებით თეთრი სახლის მეთაურმა დაადასტურა, რომ სატელეფონო საუბრის დროს ზელენსკისთან, აშშ-ის ყოფილი ვიცეპრეზიდენტის ჯო ბაიდენისა და მისი შვილის საკითხი განიხილა. აშშ-ის კონგრესის დემოკრატმა წევრებმა გამოთქვეს ვარაუდი, რომ კორუფციასთან ბრძოლის საფარქვეშ ტრამპი უკრაინის ხელისუფლებას თავისი ოპონენტების წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას აიძულებდა.

მას შემდეგ კი რაც ტრამპმა უკრაინას სამხედრო დახმარება შეუჩერა დემოკრატებმა პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის განხილვა დაიწყეს. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×