რეზონანსი
24.09.2019

  (რეზონანსი) აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა აფგან მუხტარლიმ ციხეში შიმშილობა შეწყვიტა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ის რუსული გამოცემა ავრცელებს. 

გავრცელებული ინფორმაციით, პროტესტის უკიდურეს ფორმას ჟურნალისტმა თავის ადვოკატზე განხორციელებული ზეწოლის გამო მიმართა. ცოტა ხნის წინ მუხტარლის მეუღლემ ლეილა მუსტაფაევამ სოციალურ ქსელ Twitter-ში დაწერა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მისმა ქმარმა 2 დღეში შიმშილობა შეწყვიტა. ახლა მუხტარლი კარცერში იმყოფება.

აზერბაიჯანელ ჟურნალისტს და უფლებადამცველს, აფგან მუხტარლის, რომელიც 2017 წლის 29 მაისს თბილისში გაუჩინარდა, 2018 წლის 12 იანვარს აზერბაიჯანის სასამართლომ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის, საზღვარზე 10,000 ევროს არადეკლარირებულად გადატანასა და მესაზღვრისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო,  6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×