რეზონანსი
24.09.2019

 

(რეზონანსი) აშშ მზად არის ირანთან თანამშრომლობისთვის, თუ თეირანის მიზანი მშვიდობისკენ სწრაფვა იქნება. ამის შესახებ ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გაეროს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"დადგა დრო, როდესაც ირანის ხელმძღვანელებმა უნდა შეწყვიტონ სხვა ქვეყნების წინააღმდეგ მუქარა და კონცენტრაცია მოახდინონ საკუთარი ქვეყნის მშენებლობაზე. დადგა დრო, როდესაც ირანის ხელმძღვანელობამ, ბოლოს და ბოლოს, პირველ ადგილზე დააყენოს ირანელი ხალხი. ამერიკა მზადაა ყველასთან იმეგობროს, ვინც გულწრფელად ისწრაფვის მშვიდობისა და პატივისცემისკენ. ამერიკის დღევანდელი მეგობრების უმეტესობა ოდესღაც ჩვენი მთავარი მოწინააღმდეგე იყო. ამერიკას არასოდეს სჯეროდა მუდმივი მტრების" - განაცხადა ტრამპმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×