რეზონანსი
24.09.2019

(რეზონანსი) მოკლული დავით ოთხმეზურის ნათესავი, მსახიობი ნანა ლორთქიფანიძე "რეაქციაში" პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებსა და მას შორის შემდგარ კომუნიკაციას იხსენებს.

ლორთქიფანიძე აბობს, რომ ადმინისტრაციის წარმომადგენელმა მას უთხრა, რომ მკვლელობაში მსჯავრდებულის ასლან ბეჟანიის შეწყალებისას ზურაბიშვილი საქართველოში საერთოდ არ იყო.

"პირველი რაც მითხრეს ეს იყო, რომ ამ გადაწყვეტილების დროს პრეზიდენტი საქართველოში არ იმყოფებოდაო. ასეთი ახსნა-განმარტება წერილობით, ტელეფონზე მესიჯითაც მომივიდა და შემდეგ სატელეფონო საუბარშიც სხვა ადამიანმა მითხრა"- თქვა ლორთქიფანიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×