რეზონანსი
24.09.2019

 (რეზონანსი)პოლიტიკოსი ნიკა რურუას ძმამ, გიორგი რურუამ „მთავარი არხის" მეწილისგან, კახა ანჯაფარიძისგან 2.5%-იანი წილი იყიდა, რაშიც, როგორც ნასყიდობის ხელშეკრულებაშია მითითებული, 2 500 ლარი გადაიხადა.

სანაცვლოდ გიორგი რურუამ აიღო ვალდებულება, რომ წილის რეგისტრაციიდან ერთი დღის ვადაში არხის საწესდებო კაპიტალში 250 000 აშშ დოლარი შეიტანოს.

არხის შექმნის შემდეგ ტელეკომპანიის საკონტროლო პაკეტს, 51%-იან წილს, „რუსთავი 2-ის" ყოფილი გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია ფლობდა, ხოლო 49% ეკუთვნოდა კახაბერ ანჯაფარიძეს.

ანჯაფარიძე ნასყიდობის ამ ხელშეკრულების შემდეგ 46.5%-ს ფლობს, გიორგი რურუა 2.5%-ს, ხოლო ნიკა გვარამია ისევ 51%-იანი წილის მფლობელად რჩება.

ნეტგაზეთი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×