რეზონანსი
24.09.2019

 (რეზონანსი)„სიამოვნებით დავუჭერდი პრეზიდენტის იმპიჩმენტს მხარს", - ამის შესახებ იოსებ ქოიავას მამამ, თამაზ ქოიავამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, პასუხისმგებლობა პირველ რიგში პრეზიდენტს ეკისრება.

"მე ჩემი ჩვენება მივეცი. მოვყევი ამ 23 წლის განმავლობაში რა იყო, როგორ იყო. ძალიან აღშფოთებული ვარ,რომ მოხდა მსგავსი რამ. ასეთი რამ ჩემს ცხოვრებაში არ მახსოვს. მე ჩემი ჩვენება მივეცი. პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ეკისრება პრეზიდენტს, ვინც ხელი მოაწერა და შემდეგ მათ, ვინც შეადგინა ეს სია. სიამოვნებით დავუჭერდი პრეზიდენტის იმპიჩმენტს მხარს", - განაცხადა თამაზ ქოიავამ.

შეგახსენებთ,ე.წ. შეწყალების საქმეზე პროკურატურაში იოსებ ქოიავას მამა, თამაზ ქოიავა გამოიკითხა, რომლის შვილის მკვლელობაში მსჯავრდებულიც პრეზიდენტმა შეიწყალა.

16 სექტემბერს საზოგადოებამ შეიტყო, რომ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა ასლან ბეჟანიძე, რომელიც 18 წლის დავით ოთხმეზურის მკვლელობისთვის იხდიდა სასჯელს.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×