რეზონანსი
24.09.2019

 (რეზონანსი)მაჭახელას ეროვნული პარკის რეინჯერებმა მდინარეში ჩავარდნილი შველი გადაარჩინეს და ველურ ბუნებაში გაუშვეს, - ამის შესახებ ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, შველი ადგილობრივმა მცხოვრებმა იპოვა და დასახმარებლად რეინჯერებს მიმართა. შველის დათვალიერების შემდგომ მას არანაირი დაზიანება არ აღმოაჩნდა, რის შემდეგაც რეინჯერებმა და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარისა და გურიის რეგიონის სამმართველოს თანამშრომლებმა ველურ ბუნებაში გაუშვეს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×