რეზონანსი
24.09.2019

 (რეზონანსი)დაბა ასპინძაში მორიელმა ბავშვი დაგესლა. 12 წლის მოზარდი ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში დღეს, 24 სექტემბერს შეიყვანეს.

სამედიცინო დაწესებულებაში ამბობენ, რომ ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

„პაციენტი პედიატრიულ განყოფილებაშია მოთავსებული, ინტენსიური დაკვირვების ქვეშ უტარდება ადეკვატური მკურნალობა. დამატებით თბილისში ტოქსიკოლოგთან გავდივართ კონსულტაციებს. თუ ბავშვის მდგომარეობა შეიცვლება, ჩვენც შევცვლით მკურნალობის ტაქტიკას", - გვითხრა კლინიკის მენეჯერმა ხათუნა კეკელაშვილმა.

მოზარდის დედამ „პრაიმტაიმთან" განაცხადა, რომ მათ უბანში მორიელი არაერთხელ შეუნიშნავთ.

„ბავშვი კარგად არის, სავარაუდოდ, მორიელი შხამიანი არ იყო. რეაქცია არ მიუცია, ექიმები გვეუბნებიან, რომ საშიში არაფერია, თუმცა თავის დაზღვევის მიზნით გადმოვიყვანეთ ახალციხეში, მშობლები ვართ და ვნერვიულობთ", - გვითხრა პაციენტის დედამ.

 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×