რეზონანსი
24.09.2019

 (რეზონანსი)„ყოველდღიური შეხება მაქვს ჩვენი გუნდის წევრებთან საქართველოს პარლამენტში და მინდა გითხრათ, რომ იქ დაშანტაჟებულის არავის არაფერი ეტყობა", - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ეს საქმე სხვა ორგანოებმა უნდა გამოიძიონ.

„მე ყოველდღიური შეხება მაქვს ჩვენი გუნდის წევრებთან საქართველოს პარლამენტში და მინდა გითხრათ, რომ იქ დაშანტაჟებულის არავის არაფერი ეტყობა. პარლამენტი მუშაობს., გვაქვს გამოწვევები და ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, რომ ეს გამოწვევები დავძლიოთ. ასეთ საკითხებზე სხვა ორგანოები მუშაობენ", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერებით ადამიანებზე ზეწოლა და შანტაჟი ახლაც ხდება და მან მსგავსი რამდენიმე შემთხვევა იცის.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×