(რეზონანსი)ირაკლი ოქრუაშვილის პარტიის წევრი, აქტივისტი მიშა კაჭკაჭიშვილი სოციალურ ქსელში წერს:
"ცოტა ხნის წინ ვესაუბრე 20-21 ივნისის საქმეზე დაკავებული, ლევან ჯიქურის მეუღლეს, რომელმაც მომაწოდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ინვალიდის ეტლში მჯდომი პატიმარი, რამოდენიმე საათის წინ გლდანის ციხეში გადაიყვანეს...
მე არ ვიცი და ვერც ვხდები თუ რას აკეთებს ხელისუფლება ამით..
გაოგნებული ვარ მათი სისასტიკის შემყურე..
18 საათზე შევიკრიბებით პარლამენტის წინ და მის მეუღლესთან ერთად გადავწყვეტთ თუ როგორ ვიბრძოლოთ ინვალიდი ბიჭის ციხიდან დასახსნელად !!!
P.S. ვინც პარტიული ნიშნით დაიწყებს დიფერენციაციას, ყველა გარეწარია."