რეზონანსი
24.09.2019

 სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილიას“ წევრებმა 20 ივნისის საქმეზე დაკავებული ლევან ჯიქურის ოჯახის დასახმარებლად ფულის შეგროვება დაიწყეს. ჯიქურის მეუღლე ჟურნალისტებთან საუბარში აცხადებს, რომ ბრალდებული ოჯახის ერთადერთი მარჩენალი იყო და მის გათავისუფლებას ითხოვს.

მისივე თქმით, დაკავებულს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, თუმცა მოსამართლემ ეს არ გაითვალისწინა.

20 ივნისის საქმეზე დაკავებული ლევან ჯიქური მოსამართლემ პატიმრობიდან არ გაათავისუფლა. სხდომა დღეს, 23 ივნისს გაიმართა. 

ჯიქური აღკვეთი ღონისძიების შეცვლას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ითხოვდა. როგორც მოსამართლემ განმარტა დაცვის მხარემ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე დეტალური ინფორმაცია არ წარადგინა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×