რეზონანსი
24.09.2019

 ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხიზაბავრაში ორი მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 4.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისქვეშა ბიძგები პირველად 20:38 საათზე დაფიქსირდა.

მეორედ მიწისძვრა, რომლის სიმძლავრემ 3.3 მაგნიტუდა შეადგინა, 21:09 საათზე მოხდა.

არსებული ინფორმაციით, მიწისძვრას ნგრევა არ მოჰყოლია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×