რეზონანსი
24.09.2019

 ვარკეთილში მოზარდის გარდაცვალების ადგილზე არსებული მტკიცებულებები აღმოჩნდა. ცოტა ხნის წინ 16 წლის ბიჭი ცხრასართულიანი კორპუსის სახურავიდან გადმოვარდა, სადაც ის, ადგილობრივების თქმით, სავარაუდოდ მეგობართან ერთად იმყოფებოდა.

 გადაღებულ კადრებში ჩანს სახურავზე არსებული ანაბეჭდები და ბოთლები. მტკიცებულებებს ამჟამად გამოძიება სწავლობს, რის შემდეგაც დაზუსტდება რა ნივთიერება ესხა ბოთლებში, რომელიც სახურავზე იქნა აღმოჩენილი. შემთხვევის ადგილზე აღმოჩენილია ჯერჯერობით გაურკვეველი ნივთიერება.

როგორც „პრაიმტაიმს“ შემთხვევის ადგილზე მყოფმა მოქალაქეებმა განუცხადეს, უბედურ შემთხვევამდე სახურავზე 16 წლის მოზარდი სხვა თანატოლებთან ერთად ალკოჰოლს სვამდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×