რეზონანსი
23.09.2019

 (რეზონანსი) თე­ლავ­ში მომ­ხდარ მკვლე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ახა­ლი დე­ტა­ლე­ბი ხდე­ბა ცნო­ბი­ლი. AMBEBI.GE-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, 48 წლის ნონა ლა­ზა­რი­აშ­ვი­ლი მე­უღ­ლეს დიდი ხნის წინ და­შორ­და. მათ სამი შვი­ლი ჰყავთ. გა­შო­რე­ბის შემ­დეგ ლა­ზა­რი­აშ­ვი­ლი, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, უფ­როს შვილ­თან ერ­თად დუ­ბა­ი­ში ცხოვ­რობ­და და მუ­შა­ობ­და, ხოლო მისი ორი შვი­ლი, ტყუ­პი გო­გო­ნა და ბიჭი ამ დრო­ის მან­ძილ­ზე თე­ლავ­ში ცხოვ­რობ­დნენ.

ლა­ზა­რი­აშ­ვი­ლი და მისი შვი­ლი მშობ­ლი­ურ სახ­ლში რამ­დე­ნი­მე დღის წინ დაბ­რუნ­დნენ. რო­გორც ცნო­ბი­ლია, მკვლე­ლო­ბამ­დე, მოკ­ლუ­ლის ყო­ფი­ლი მე­უღ­ლე რ.კ. თბი­ლი­სი­დან თე­ლავ­ში შვი­ლე­ბის მო­სა­ნა­ხუ­ლებ­ლად ჩა­ვი­და. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ყო­ფილ ცოლ-ქმარს შო­რის შე­ლა­პა­რა­კე­ბა მოხ­და, რა დრო­საც მა­მა­კაც­მა ია­რა­ღით მოკ­ლა ნონა ლა­ზა­რი­აშ­ვი­ლი, შემ­დეგ კი თავ­ში ის­რო­ლა.

რო­გორც AMBEBI.GE-ს გარ­დაც­ვლი­ლის ნა­თე­სა­ვი ნანა ლა­ზა­რი­აშ­ვი­ლი უყ­ვე­ბა, მოკ­ლუ­ლი დედა პირ­ვე­ლად მის­მა გო­გო­ნამ ნახა და პო­ლი­ცი­ას შე­ა­ტყო­ბი­ნა. რაც შე­ე­ხე­ბა მკვლე­ლო­ბის მო­ტივს, გარ­დაც­ვლი­ლის ახ­ლობ­ლებს ამა­ზე სა­უ­ბა­რი უჭირთ, თუმ­ცა ერთ-ერთი ვერ­სი­ით, და­ნა­შა­უ­ლის მო­ტი­ვი ეჭ­ვი­ა­ნო­ბა გახ­და.

"მე რო­გორც ვიცი, ეხ­ვე­წე­ბო­და შე­მი­რიგ­დიო, უყ­ვარ­და და მას­თან ცხოვ­რე­ბა უნ­დო­და. ეს არ ურიგ­დე­ბო­და. რო­გორც გა­ვი­გე, მოკ­ლუ­ლი დედა პირ­ვე­ლად შვილ­მა ნახა და პო­ლი­ცი­ას შე­ა­ტყო­ბი­ნა. მეტი არა­ფე­რი ვიცი. ამ თე­მა­ზე სა­უ­ბა­რი მიმ­ძიმს..." - აცხა­დებს გარ­დაც­ვლი­ლი ქა­ლის ნა­თე­სა­ვი ნანა ლა­ზა­რი­აშ­ვი­ლი.

რაც შე­ე­ხე­ბა დაჭ­რი­ლი მა­მა­კა­ცის მდგო­მა­რე­ო­ბას, ამ დრო­ის­თვის ის თე­ლა­ვის რა­ი­ო­ნულ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში იმ­ყო­ფე­ბა. რო­გორც სა­ა­ვად­მყო­ფოს დი­რექ­ტორ­მა ზურა სა­ჩიშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და, მა­მა­კაცს თა­ვის არე­ში ჭრი­ლო­ბა, სა­ვა­რა­უ­დოდ, ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით აქვს მი­ყე­ნე­ბუ­ლი.

"პა­ცი­ენ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბა კრი­ტი­კუ­ლია. ერთი ჭრი­ლო­ბა აქვს მი­ყე­ნე­ბუ­ლი თა­ვის არე­ში, სა­ვა­რა­უ­დოდ, ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით, ეს ექ­სპერ­ტი­ზამ უნდა და­ად­გი­ნოს", - გა­ნა­ცხა­და ექიმ­მა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×