(რეზონანსი) თბილისის ერთ-ერთ სკვერში მიტოვებული ახალშობილი, იაშვილის კლინიკაში რჩება.
როგორც საავადმყოფოს ადმინისტრაციაში განაცხადეს, პატარას ჯანმრთელობის მდომარეობა ძალიან კარგია და ის თავს შესანიშნავად გრძნობ.
"ახალშობილი, რომელიც კალათით მოიყვანეს ჩვენს საავადმყოფოში, ბიჭია. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა თავიდანვე დამაკმაყოფილებელი იყო და ახლა შესანიშნავად გრძნობს თავს. პატარა დაახლოებით ერთი თვისაა.
ჩვენ არ ვიცით პატარას რამდენ ხანს დატოვებენ კლინიკაში. ეს სოციალურ სამსახურზეა დამოკიდებული, რადგან არ ვიცით ჩვენ მას აღმზრდელებთან წაიყვანენ თუ ბავშვთა სახლში", - ამბობენ იაშვილის კლინიკაში "2020NEWS" -სთან.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ, თბილისის ერთ-ერთ სკვერში კალათით ახალშობილი იპოვეს. კალათაში დედის წერილიც იდო, სადაც ის პატარას პატიებას სთხოვს.
ცნობისთვის, ბავშის დედის იდენტიფიცირება ჯერ ვერ მოხერხდა.