რეზონანსი
23.09.2019

 (რეზონანსი) თელავში, ქმრის მიერ მოკლული ცოლის მეზობელი ყვება, რომ ცოლ-ქმარი გაცილებულები იყვნენ და ბოლო დროს ურთიერთობა არ ჰქონდათ.

მეზობლის თქმით, თუ რა მიზეზით მოხდა მკვლელობა და ჰქონდა თუ არა მათ შორის რაიმე შელაპარაკებას ადგილი, დაზუსტებით არ იცის.

„მე მგონი, ბოლო დროს ცოლ-ქმარს საერთოდ არ ჰქონდა ურთიერთობა, როგორც ვიცი, გაცილებულები იყვნენ. მამაკაცი, ალბათ, შვილის სანახავად იყო თბილისიდან ჩამოსული. დაზუსტებით არ ვიცით რა მოხდა, შელაპარაკება მოხდა თუ რამე მსგავსი. დაახალა იარაღი და მოკლაო ამბობენ", - განაცხადა ერთ-ერთმა მეზობელმა.

ცნობისთვის, თელავში ქმარმა ცოლი მოკლა. შემთხვევა ჭონქაძის ქუჩაზე ცოტა ხნის წინ მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღით ქმარმა ცოლი მოკლა, თავად კი დაჭრილია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×