რეზონანსი
23.09.2019

 (რეზონანსი) 20 ივნისის საქმეზე დაკავებულებიდან ერთ-ერთის, ლევან ჯიქურის ადვოკატმა, ალექსანდრე ზუბიაშვილმა მისი დაცვის ქვეშ მყოფის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობა დააყენა.

როგორც ჯიქურმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა, მას ჯამრთელობასთან დაკავშირებით პრობლემა აქვს.

"ფეხი ცუდ მდგომარეობაში მაქვს. იმ დონემდე მივალ საბოლოოდ, რომ შეიძლება ვეღარც ავდგე. შვიდი წლის შვილი მყავს და მისი პატრონი არავინაა. გამქცევი არსად ვარ,"- განაცხადა ჯიქურმა.

ადვოკატის თქმით, ჯიქური ოჯახის ერთადერთი მარჩენალია და მის მეუღლესაც მშობიარობის შემდგომი ჯანმრთელობის პრობლემა აქვს. ზუბიაშვილი შუამდგომლობაში ასევე აცხადებდა, რომ ოჯახს ლუკმა-პურიც კი არ აქვს, ჯიქურის გათავისუფლების შემთხვევაში კი, ის სახლიდანაც შეძლებდა მუშაობას.

ადვოკატის შუამდგომლობა მოსამართლე ალექსანდრე იაშვილმა არ დააკმაყოფილა. მოსამართლემ გადაწყვეტილება განმარტა და აღნიშნა, რომ სასამართლო დოკუმენტების საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას და ადვოკატს განუცხადა, რომ ის არა ზეპირსიტყვიერად უნდა საუბრობდეს ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, არამედ, სამედიცინო დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინოს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×