რეზონანსი
23.09.2019

 (რეზონანსი) თელავში, ჭონქაძის ქუჩაზე ქმარმა ყოფილი ცოლი მოკლა. შემდეგ კი თვითმკველობა სცადა.

"ქრონიკის" ინფორმაციით, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ყოფილმა ქმარმა 50 წლამდე ქალი ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გასროლით მოკლა.

რა გახდა დანაშაულის ჩადენის კონკრეტული მოტივი, ჯერ უცნობია. ამ თემაზე არ საუბრობენ არც მოკლულის ნათესავები.

მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების თქმით, მისი მდგომარეობა მძიმეა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და ტარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება უკვე დაიწყო, თუმცა ჯერ არ კონკრეტდება - რა მუხლით.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×