რეზონანსი
23.09.2019

 (რეზონანსი) "ქართული ოცნების" დეპუტატი რევაზ არველაძე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშილის იმპიჩმენტს, სკანდალური შეყალებების გამო, მხარს უჭერს. აღნიშნული განცხადება რევაზ არველაძემ "2020NEWS" -თან გააკეთა.

როგორც დეპუტატი აცხადებს, სალომე ზურაბიშვილმა შეწყალებებთან დაკავშირებით განმარტებების გაკეთება არ ისურვა, რაც იმპიჩმენტის დაწყების ნიშნებს აჩენს. "სწორი იქნებოდა სალომე ზურაბიშვილს ეთქვა, თუ რატომ მიიღო ასეთი ადამიანების შეწყალების გადაწყვეტილება.

ამდვილად არ ვიცი, დაიწყება თუ არა ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურა, მაგრამ იმ ფონზე, როცა შეწყალებების მოტივთან დაკავშირებით პრეზიდენტი განმარტებებს არ აკეთებს, განწყობილი ვარ, რომ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტს მხარი დავუჭირო", - განაცხადა რევაზ არველაძემ.

შეგახსენებთ, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 34 მსჯავრდებული შეიწყალა, რომელთა შორის არის სამი მკვლელობისთვის მსჯავრდებული პირი, ერთი ძებნილი და ერთი ნარკორეალიზატორი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×