რეზონანსი
23.09.2019

 (რეზონანსი) დღეს, იაპონიაში რაგბის მსოფლიო თასზე ერთმანეთს საქართველოს და უელსი სარაგბო ნაკრებები დაუპირისპირდებიან.

მატჩის დაწყების დროს ემთხვევა საქართველოს პარლამენტში ბიუროს სხდომა, რასაც „ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი რომან გოცირიძე აპროტესტებს და ფეისბუქის გვერდზე პოსტს წერს:

„დღეს, იაპონიში, რაგბიში მსოფლიო თასზე, როცა საქართველოს ნაკრები უელსს ხვდება, იმ დროს პარლამენტის ბიუროს სხდომის დანიშვნა ვის მოაფიქრდა ნეტავ? ბიუროს წევრი ჩვენი რაგბის სახელოვანი კაპიტანიც არ იყოს მაინც!

გადაწიეთ ერთი საათით თქვე ბედოვლათებო. თუ, იმ კანონპროექტის გატანა გეჩქარებათ, ადამიანს ორ სამსახურში მუშაობას რომ უკრძალავს?? უელსში ეს რომ მომხდარიყო, პარლამენტის თავმჯდომარეს ჩამოახრჩობდნენ რაგბის ძელებს შორის" - წერს რომან გოცირიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×