რეზონანსი
23.09.2019

 (რეზონანსი) დაპირისპირებაა იურიდიულ კომიტეტზე, სადაც დეპუტატები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, თამარ ალანიას უსმენენ.

სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარემ "ქართული ოცნების" ყოფილ წევრს, ეკა ბესელიას მიკროფონი გამოურთო და "ეთიკის ნორმების" დაცვისკენ მოუწოდა.

თავის მხრივ, ეკა ბესელიამ ანრი ოხანაშვილს უთხრა, რომ "თავის ადგილი იცოდეს".

"ანრი, მიკროფონს ნუ მითიშავ, არ ვნერვიულობ, ვლაპარაკობ ცოტა გაბრაზებული. ნუ მეჩრებით თავი გააკონტროლე ეხლა"- თქვა ბესელიამ.

"რა უნდა გელაპარაკოთ. თავი გააკონტროლეთ"- მიმართა ყოფილ თანაგუნდელს ოხანაშვილმა.

"მე თავს იმაზე მეტად ვაკონტროლებ, ვიდრე თქვენ გგონიათ. ყველამ იცოდეს თავისი ადგილი, ანრი... და მხოლოდ ფიზიკურ ადგილს არ ვგულისხმობ" - თქვა ბესელიამ ოხანაშვილის მისამართით.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×