რეზონანსი
23.09.2019

 (რეზონანსი) საქართველოს პრეზიდენტმა მკვლელობაში მსჯავრდებულებთან ერთად ორი ნარკორეალიზატორიც შეიწყალა. ერთ-ერთი 25 წლის სანდრო არდაზიშვილია, მეორე კი 34 წლის თეა ბედინაძე. არდაზიშვილს პატიმრობა 2019 წლის მაისში შეუფარდეს. მან საპყრობილეში მხოლოდ 6 თვე დაჰყო.

1994 წელს დაბადებული მსჯავდებული, რომელიც ახლა უკვე თავისუფალია, გასამართლებულია 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით, რაც განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის ნარკოდანაშაულის ჩადენას გულისხმობს და 16-დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

როგორც ირკვევა, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნული პირი შეიწყალა და გაათავისულა როგორც საპატიმრო სასჯელის მოხდისგან, ასევე შეუმცირა პირობითი სასჯელი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×