რეზონანსი
23.09.2019

 (რეზონანსი) მუსიკოსი გიორგი გვარჯალაძე სოციალურ ქსელში გარდაცვლილ ქალიშვილზე წერს.

„რაც უფრო ვამყარებ კავშირს შენთან, მით უფრო ვკარგავ კავშირს რეალურ სამყაროსთან. ძალა და სიტყვები გამომელია. რომ გეძინა შენს საწოლთან მოვდიოდი და თავს გადებდი, მერე ცრემლები მომდიოდა. ზოგჯერ ამ დროს იღვიძებდი, თავს წევდი და ამბობდი:

- მიყვარხარ, მა.

- მე უფრო...

მერე მკოცნიდი ტკბილად, მეც გკოცნიდი შუბლზე, ხელზე და ბოლოს ფეხის გულზე, რომელსაც შენ საბნის ქვეშ მალავდი. ამ დროს ვიგებდი უკვე რამხელა გაიზარდე, მაგრამ ჩემთვის მაინც პატარა ლენო ხარ, პატარა მწვანე კურდღელი...

რაც დრო გადის უფრო მძიმე ხდება: გაღვიძება, მომავალზე ფიქრი, გადმოცემა, თუ რას ვგრძნობ, აღქმა, რომ ფიზიკურად ვარსებობ, ცრემლების შეკავება, ჭამა (შენ მიწაში წევხარ და მე ვჭამ?). საერთოდ ნებისმიერი რამის კეთება - რა ინტერესი უნდა მქონდეს? შენ აღარ ხარ, დაღლილი ინერციით ვაგრძელებ ცხოვრებას. ნინიზე და ქეთიზე ზრუნვა, დაბრედილი ვარ, ვერ ვზრუნავ.

ბევრი ვისწავლე შენგან დიდი განსაცდელის ფასად, რაში მჭირდება ეს ცოდნა, უარეს განსაცდელში რომ არ მოვხვდე? ცოტა მაინც დამეხმარე თუ არსებობ" - წერს გიორგი "ფეისბუქზე".

16 წლის ლენო გვარჯალაძე 4 ივნისს საკუთარი სახლის მეშვიდე სართულის ფანჯრიდან გადავარდა და გარდაიცვალა. ლენო მუსიკოს გიორგი გვარჯალაძისა და ტელეწამყვანის, ლულუ კახიანის უფროსი ქალიშვილია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×