რეზონანსი
23.09.2019

 (რეზონანსი) ხაშური-აგარის მონაკვეთზე მომხდარი ავარიის დროს დაშავებული პოლიციელის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

როგორც ღუდუშაურის კლინიკაში ამბობენ, პაციენტი ამ ეტაპზე ისევ მართვით სუნთქვაზე, რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ხაშური-აგარის მონაკვეთზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად საპატრულო პოლიციის თანამშრომლები დაშავდნენ. ერთ-ერთი დაშავებული ვერტმფრენით ქარელიდან თბილისში გადმოიყვანეს.

გზისპირა ზოლში გაჩერებულ საპატრულო პოლიციის მანქანას ავტომაგისტრალზე მოძრავი ტრაილერი შეეჯახა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×