რეზონანსი
23.09.2019

 (რეზონანსი) ნუ გამომიწვევთ, სუსტი ნერვები მაქვს ძალიან - ასე უპასუხა „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლის რეპლიკას, რომელმაც მას მოუწოდა პასუხი დაასრულებინოს უზანაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, თამარ ალანიას.

თამარ ალანია დღეს საპარლამეტო კომიტეტის ფორმატში დეპუტატების კითხვებს პასუხობს.

გიგა ბოკერია დაინტერესდა, დღესაც იზიარებს, თუ არა მოსამართლეობის კანდიდატი წარსულში გამოთქმულ მოსაზრებას, რომ მოსამართლემ ოკუპაციის შესახებ საჯარო პოზიციის დაფიქსირებისგან თავი უნდა შეიკავოს.

თამარ ალანიამ აღნიშნა, რომ ოკუპაცია კანონით არის განსაზღვრული და ის გადაწყვეტილებებს სწორედ ამ კანონის შესაბამისად იღებს, თუმცა მიიჩნევს, რომ მოსამართლემ საჯაროდ ემოციური განცხადებებისგან თავი უნდა შეიკავოს, მათ შორის ოკუპაციასთან დაკავშირებით, ვინაიდან შესაძლოა მას განსახილველად დაეწეროს მსგავსი შინაარსის საქმე, მაგალითად ისეთი, როგორიც არის ჯაშუშობის საქმე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×