რეზონანსი
23.09.2019

 (რეზონანსი) პარტია „სამართლიანობის" ყოფილი წევრის გედევან ფოფხაძის განცხადებით, გამორიცხული იყო ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება ბიძინა ივანიშვილის გარეშე.

"ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება ბიძინა ივანიშვილის გარეშე გამორიცხული იყო. მე ვერც მტკიცებულებას ვერ დავდებ, მაგრამ მე მიმაჩნია, რომ ასეთ შემთხვევაში, არა მარტო ეკას, არამედ მაია ფანჯიკიძის მიმართ, არსებული პოლიტიკური რეჟიმიდან გამომდინარე, რომელიც შექმნილია საქართველოში, ქვედა რგოლის დამოუკიდებელი გადაწყვეტილება შეუძლებელია", განაცხადა გედევან ფოფხაძემ გადაცემა „კვირის აქცენტებში".

ცნობისთვის, გედევან ფოფხაძე ეკა ბესელიას პარტიიდან წავიდა. დეპუტატი ფიქრობს კონსულტაციების დაწყებას პოლიტიკოსებთან და ამბობს, რომ ის ფორმალურად რჩება ეკა ბესელიას პარტიის წევრი, თუმცა სავარადოდ მალე ოფიციალურად დატოვებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×