(რეზონანსი) უზბეკეთში 2020 წლის პირველი იანვრიდან ძალაში შედის კანონი, რომლის მიხედვითაც სხვადასხვა სახის ცერემონიებსა და საოჯახო ღონისძიებებზე შეზღუდვები წესდება. შესაბამისი გადაწყვეტილება ქვეყნის საკანონმდებლო ორგანომ 20 სექტემბერს მიიღო.
ეს შეზღუდვებია:
ქორწილებში იკრძალება 200 ადამიანზე მეტის დაპატიჟება, ხოლო ფლავით გამასპინძლების დღეზე - 250-ზე მეტის (აღნიშნული შეზღუდვა ეხება სხვადასხვა ტიპის საოჯახო დღესასწაულსაც);
თუ ორმაგი ქორწილია, მაშინ დასაპატიჟებელ ადამიანთა რაოდენობა მაქსიმუმ 250 შეიძლება იყოს, ფლავის გამასპინძლება კი მხოლოდ 300-მდე პირისთვის იქნება შესაძებელი;
არ შეიძლება ქორწილში 2-ზე მეტი მომღერლის, ან მუსიკალური ჯგუფის გამოსვლა და თითოეულ მონაწილესთან აუცილებელია კონტრაქტის გაფორმება;
საქორწილო კორტეჟში დასაშვებია მაქსიმუმ 3 მსუბუქი ავტომობილის მონაწილეობა;
მგზავრთა გადაწყვანა მსგავს საოჯახო ღონისძიებებზე დასაშვებია მხოლოდ ლიზენზირებული ავტოტრანსპორტით;
მკაცრად განისაზღვრა ქორწილის ხანგრძლივობა და ის დილის 6-დან მაქსიმუმ 23 საათამდე შეიძლება გაგრძელდეს;
ადამინათა დაპატიჟებასა და ავტოტრანსპორტზე შეზღუდვა არ ვრცელდება დაკრძალვის ცერემონიებზე, თუმცა ახალი კანონით გარდაცვლილი აუცილებლად 3 დღეში უნდა დაიკრძალოს.
უზბეკეთეში ბოლო წლებში ნორმად იქცა რამდენიმედღიანი ქორწილების გამართვა, ასევე ასობით ადამიანის დაპატიჟება, საქორწილო კორტეჟებში ათეულობით ავტომობილის მონაწილეობა და ა.შ.
ნეტგაზეთი