რეზონანსი
21.09.2019

  (რეზონანსი) პრინსტონის უნივერსიტეტის კვლევის მიხედვით, დღეს მსოფლიო არენაზე მიზანმიმართულ სადეზინფორმაციო კამპანიას უმეტესად 4 ქვეყანა აწარმოებს. 2013 წლიდან 2018 წლის ჩათვლით, ყველაზე აქტიური რუსეთი იყო, რომელზეც დეზინფორმაციის 72% მოდის. შემდეგ თანმიმდევრობით მოდან: ირანი, ჩინეთი და საუდის არაბეთი.

მკვლევარებმა 460-ზე მეტი შემთხვევა შეისწავლეს. როგორც გაირკვა, უცხოეთის ქვეყნებზე გავლენის მოხდენის მიზნით გამართული, სადეზინფორმაციო კამპანიების მთავარი სამიზნე ძირითადად დასავლეთის ქვეყნები იყო.

დეზინფორმაციის ყველაზე დიდი ნაკადი, 38% ამერიკის შეერთებული შტატებისკენ იყო მიმართული. 9% დიდ ბრიტანეთს უმიზნებდა, 6% - გერმანიას. 4-4% თითქმის თანაბრად განაწილდა ოთხ ქვეყანაზე: საფრანგეთი, ავსტრალია, ჰოლანდია და უკრაინა. 31% სხვა ქვეყნებზე იყო გათვლილი.

ერთ-ერთი პირველი სადეზინფორმაციო კამპანია, რომელიც მკვლევარებმა შეისწავლეს, 2013 წელს, პოლონეთის ინტერნეტ-სივრცეში განხორციელდა. მაშინ რუსეთი მიზნად ისახავდა უკრაინის დისკრედიტაციას და მის მიმართ მხარდაჭერის შემცირებას პოლონეთის მოსახლეობაში.

წყარო: commersant

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×