(რეზონანსი) არასრულწლოვანთა პორნოგრაფიისა და ტრეფიკინგის საქმეზე დაკავებულ ავსტრალიის მოქალაქეს პოლ გრეგორ ლეხმანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
საქმის პროკურორის, მარიამ გოგორელიანის განცხადებით, სწორედ ავსტრალიის მოქალაქე ახდენდა გადაღებული მასალის რეალიზებასაც.
გოგორელიანის განმარტებითვე, სწორედ ავსტრალიის მოქალაქე ახდენდა გადაღებული მასალის რეალიზებასაც.
"ავსტრალიის მოქალაქეს ბრალად ედება როგორც არასრულწლოვანთა პორნოგრაფიული მასალის დამზადება და გავრცელება, ასევე ტრეფიკინგი ორი ან მეტი არასრულწლოვნის მიმართ. სისხლის სამართლის საქმეში მოიპოვება შესაბამისი მტკიცებულებები, რითიც დასტურდება ბრალდებულის მიმართ წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედების ფაქტი. უშუალოდ, მის კომპიუტერში ნაპოვნია ფოტოსურათები, რაზეც არსებობს შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნა, როგორც პიროვნების იდენტიფიცირებასთან, ასევე პირნოგრაფიულ შინაარსთან დაკავშირებით. ბრალდებული აღნიშნული მასალის რეალიზებას თავად ახდენდა", - განაცხადა გოგორელიანმა.
ბრალდებულის ადვოკატის, ნინო ტაბატაძის განცხადებით კი, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დუმილის უფლებას იყენებს.
ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ არასრულწლოვნის ვაჭრობისა და არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმის დამზადება-გასაღების ქსელი გამოავლინეს და ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 11 წევრი დააკავეს. დაკავებულთაგან 10 პირს აღკვეთოს ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.