რეზონანსი
20.09.2019

 (რეზონანსი) თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭოგნარში მოზარდმა თავი მოიკლა. „ნიუპოსტის" ინფორმაციით, ადგილობრივები თვითმკვლელობის სავარაუდო მიზეზად საშიშ ინტერნეტ თამაშს ე.წ. ლურჯ ვეშაპს ასახელებენ.

14 წლის ლ.ბ-ს ცხედარი ბებია-ბაბუამ იპოვა. პოლიცია მოზარდის მშობლებს, მასწავლებლებსა და კლასელებს მთელი ღამის განმავლობაში კითხავდა.

ამოღებულია მოზარდის კუთვნილი კომპიუტერი, ტელეფონი და საგამოძუებო უწყება მიმოწერებს შიფრავს.

"უნდა აიკრძალოს ეს საშინელი თამაში, ამბობენ ლურჯი ვეშაპიაო... ძალიან ჭკივიანი, უნიჭიერესი ბასსია. დაზუსტებით არავინ იცის რეალურად ითამაშა თუ არა ეს თამაში"- აცხადებს გარდაცვლილის მეზობელი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×