რეზონანსი
20.09.2019

 (რეზონანსი) სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეო მასალის შემდეგ, სადაც 15 წლის გიგი ანთიძის მიმართ მამაკაცმა ფიზიკურად იძალადა, მოზარდის დედა გამოეხმაურა.

თათო გვარიშვილი ფეისბუქზე წერს, რომ ფაქტის გამო მათ მთელი დღე პოლიციის განყოფილებაში გაატარეს.

„დილიდან ვწერ პოსტს, მერე ვშლი. ვერ ვხვდები რა ვთქვა საერთოდ. ვიდეოს გავრცელებისთანავე მოგვაკითხა მთაწმინდის პოლიციამ, მთელი საღამო იქ გავატარეთ და მაპატიეთ ვისაც ვერ გიპასუხეთ. მთავარი ის არის, რომ ჩვენ ბევრნი ვართ და ,„ისინი", ძალიან ცოტა. ყველას დიდი მადლობა ასეთი სიყვარულისთვის და თანადგომისთვის" - დაწერა თათო გვარიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ინტერნეტმომხმარებელმა გიორგი ჯავახიშვილმა სოციალურ ქსელში ვიდეო გაავრცელა, სადაც ჩანს, რომ უცნობი მამაკაცი შშმ მოზარდს დაკავებულ ადგილს ატოვებინებს, რომელსაც კალაძემ შარშან მზიურში სავაჭროდ ჯიხური გადასცა.

„თუ გახსოვს ეს ბავშვი „გიგი" 1 წლის წინ, კალაძემ მისცა მზიურში ადგილი ცოტა დიდი ხნის წინ და ეხლა ისე დარჩა და თავის სახლის წინ ცდილობს გაყიდვას და ვიღაც ვიგინდარა მიათრევს და ეუბნება რომ თავისი ადგილია" - წერდა გიორგი ჯავახიშვილი.

გუშინვე, სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 126 მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×