რეზონანსი
20.09.2019

 სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“ განახლებული ეთერით და საინფორმაციო გამოშვება „კურიერით“ მაუწყებლობას 23 სექტემბრიდან დაიწყებს. ეს ინფორმაცია არხის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ დაადასტურა.

როგორც სალია "აიპიენთნ" აღნიშნავს, ამავე დღეს გავა ეთერში დილის გადაცემაც. 21.00-საათიან “კურიერს” კი ნინო შუბლაძე და ირაკლი იმნაიშვილი წაიყვანენ.

საინფორმაციო გამოშვება „კურიერის“ ყოფილი წამყვანები, დიანა ჯოჯუა და მიხეილ სესიაშვილი მაყურებელს 20 აგვისტოს დაემშვიდობნენ. მას შემდეგ არხზე საინფორმაციო გამოშვება არ გასულა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×