რეზონანსი
19.09.2019

 (რეზონანსი) ზუგდიდში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა. გამარჯვებისა და 8 მარტის ქუჩის კვეთაზე ერთმანეთს სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადის მანქანა და მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა.

როგორც სასწრაფო დახმარების მანქანის მძღოლი აცხადებს, მას ავადმყოფი გადაჰყავდა.

დაშავებულები ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსსკ-ის 276-ე მუხლის 2-ე ნაწილით მიმდინარეობს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×