რეზონანსი
19.09.2019

  ქვეყანაში პენსიონერთა ნახევარზე მეტს ლიბერთი ბანკის სესხი აქვს აღებული. ამის შესახებ სახალხო დამცველის 2018 წლის ანგარიშშია ნათქვამი.

„მნიშვნელოვანია სახელმწიფომ ეფექტური ჩარევის გზით ხელი შეუწყოს ხანდაზმულთა მდგომარეობის გაუმჯობესებას, რომლებიც პენსიასთან ერთად დღეს-დღეობით საარსებო შემწეობის მიმღებ ბენეფიციართა 16% შეადგენს და რომელთა ნახევარზე მეტს თავისი პენსიის დიდი ნაწილის დატოვება ყოველთვიურად ბანკში უწევს საკმაოდ მაღალი საპენსიო სესხის განაკვეთების გამო. ამასთანავე, საგულისხმოა ხანდაზმულთა მიმართ ოჯახში უხილავი ძალადობის პრობლემა, რაც სამწუხაროდ სტატისტიკაშიც ვერ აისახება სრულყოფილად", - ნათქვამია ანგარიშში

სახალხო დამცველი მიიჩნევს რომ ქვეყანაში პრობლემაა ხანდაზმულთა მიმართ ძალადობის საკითხი, უფრო კონკრეტულად კი არ შესრულებულა გასული წლების რეკომენდაცია რომელიც ძალადობის მსხვერპლი ხანდაზმულების მიმართ პრევენციის მექანიზმების ამოქმედებას გულისხმობს.

ასევე არ ხდება ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ხანდაზმულების სტატისტიკის წარმოება.

წყარო: პრაიმტაიმი

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×