რეზონანსი
19.09.2019

  ბურიატიის და ირკუტსკის ოლქის საზღვარზე დააკავეს იაკუტელი შამანი ალექსანდრე გაბიშევი, რომელიც მოსკოვში პუტინის „განდევნის" მიზნით ფეხით მიდიოდა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, შამანი მაშინ დააკავეს, როცა ის ფედერალური ტრასის მიმდებარე ტერიტორიაზე დასაძინებლად ემზადებოდა. თვითმხილველების ცნობით, გაბიშევი ხელკეტებით და ავტომატებით შეიარაღებულმა ადამიანებმა ავტობუსში ჩასვეს და ულან-უდეს მიმართულებით წაიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავების სავარაუდო მიზეზი გაბიშევის მიერ 2019 ივლისს ჩიტაში არასანქცირებული მიტინგის ორგანიზაციაა. ოფიციალური სტრუქტურები შამანის დაკავების ფაქტზე კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებენ.

იაკუტელმა შამანი 2021 წელს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის „განდევნას" აპირებს.

წყარო: პრაიმტაიმი

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×