რეზონანსი
19.09.2019

  ავღანეთის ქალაქ ქალატში საავადმყოფოსთან ტერაქტი განხორციელდა. აფეთქდა შენობასთან მდგარი სატვირთო მანქანა, რომელშიც ბომბები იყო დამონტაჟებული.

აფეთქების შედეგად დაიღუპა სულ მცირე 20 ადამიანი. მსხვერპლის რაოდენობა შესაძლოა გაიზარდოს. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, დაშავებულების რაოდენობა 100-ს აღწევს.

ტერაქტზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება თალიბანმა აიღო. დაჯგუფების განცხადებით მათი სამიზნე, სავადმყოფოსთან ახლოს მდგარი სამთავრობო შენობა იყო.

თალიბანმა თავდასხმა ავღანეთში ორი დღის წინაც განახორციელა. სამშაბათის ტერაქტის სამიზნე საარჩევნო კამპანია იყო. დაიღუპა 26 ადამიანი.

წყარო: პრაიმტაიმი

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×