
"რუსთავი 2"-ის გარშემო განვითარებული მოვლენების მიმართ საზოგადოების ინტერესი ამ დრომდე არ ცხრება. ახალი ხელმძღვანელობის მოსვლის შემდეგ არხი არაერთმა ცნობილმა სახემ დატოვა და ყოფილ გენერალურ დირექტორთან, ნიკა გვარამიასთან ერთად სამუშაოდ "მთავარ არხზე" გადავიდა. მათ შორის იყო "რუსთავი 2"-ის ერთ-ერთი სახე თამარ ბაღაშვილი, რომელიც ახლა "მთავარ არხზე" საინფორმაციოს ჟურნალისტი და წამყვანია.
ასევე "რუსთავი 2"-ზე მუშაობda ბაღაშვილის ქალიშვილი ნინი კუპრაძე. იგი დილის გადაცემისა და პროდაქშენის თანამშრომელია. ნინიმ დედისგან განსხვავებული გადაწყვეტილება მიიღო და ტელეკომპანიაში დარჩა.
"მთავარ არხს" უფრო პოლიტიკური გადაცემების მიმართულება აქვს, მათთან სამუშაოდ ამიტომ არ წავედი. მთელი ბავშვობა "რუსთავი 2"-ში მაქვს გატარებული, ძალიან მიყვარს ეს არხი, მე არ ვყოფილვარ პოლიტიკური გადაცემების სახე, "პროდაქშენში" ვმუშაობ და ამიტომაც დავრჩი აქ. აქვე ვიტყვი იმასაც, რომ ძალიან მიყვარს ყველა, ვინც "მთავარ არხზე" წავიდა და ისინიც, ვინც აქ დარჩა.
დედაჩემის მხრიდან არანაირი წინააღმდეგობა არ ყოფილა. მე ვიქნები ჟურნალისტი დილის გადაცემაში, ასევე ვრჩები პროდაქშენში", - განუცხადა "ამბებს" ნინი კუპრაძემ.