დიდ ბრიტანეთში მამაკაცი მას შემდეგ გარდაიცვალა, რაც მისმა ცოლმა ის საკუჭნაოში ჩაკეტა, თვითონ კი მაღაზიაში წავიდა.
50 წლის ჯონათან დაუნტერი, რომელიც უელსში ცხოვრობდა ალკოჰოლიზმით იტანჯებოდა და თავის 44 წლის ცოლს, კიმს სთხოვა, რომ სახლში არყოფნის დროს ის საკუჭნაოში ჩაეკეტა, რათა ალკოჰოლის მოსაძებნად სადმე არ წასულიყო.
მამაკაცი ალკოჰოლზე დამოკიდებულებას მკურნალობდა, ცოლის წასვლის შემდეგ საკუჭნაოში ჩაკეტილს რეციდივი დაემართა და დაუუდგენელი მიზეზის გამო მოტოციკლის ძრავი ჩარტო და მხუთავი აირით მოიწამლა, რის შედეგადაც გარდაიცვალა. რატომგადაწყვიტა მან ამის გაკეთება უცნობია, ცოლის თქმით, ის სახლში მხოლოდ ერთი საათი არ იმყოფებოდა, მის ქმარს კი საკუჭნაოში წყალიც ჰქონდა და თბილი ტანსაცმელიც.