(რეზონანსი) „გირჩის" ლიდერი, ზურა ჯაფარიძე პირველკლასელებს „უსამძიმრებს" და სასწავლო წლის დასწყებასთან დაკავშირებით Facebook-ზე პოსტს ავრცელებს.
„ვუსამძიმრებ პირველკლასელების აბსოლუტურ უმრავლესობას მრავალწლიან ციხეში მოხვედრის გამო. თქვენ გელით საკუთარი მშობლების და ბებია-ბაბუას მიერ შექმნილი ჯოჯხეთის გავლა, სადაც:
- დაგამცირებენ
- მოგექცევიან როგორც მონებს
- დაგაზეპირებინებენ სრულიად გამოუსადეგარ ზღვა ინფორმაციას
- არ მოგცემენ განვითარების შესაძლებლობას იმ მიმართულებებით, რომლებიც გაინტერესებთ
- გასწავლიან ფარისევლობას
- დაგაკარგვინებენ აზროვნების უნარს
- შეგაზიზღებენ სწავლას და ფიქრს
- შეგაზიზღებენ დილით გაღვიძებას
- საბოლოო ჯამში გაგწირავენ წარუმატებლობისთვის და სიღარიბისთვის
და ამ ყველაფერს თავად თქვენი მშობლები და ბებია-ბაბუა დააფინანსებენ. ბოდიში რომ ჯერ კიდევ ვერ შევძელით თქვენი დახსნა",- წერს ჯაფარიძე.