(რეზონანსი) "სირცხვილიას" წევრები საზოგადოებრივ მოძრაობას აფუძნებენ. ამის შესახებ დღეს, ზუგდიდში გამართულ აქციაზე, ერთ-ერთმა ორგანიზატორმა გიგა მაქარაშვილმა განაცხადა.
"ჩვენ გადავწყვიტეთ, მივიღოთ ბიძინა ივანიშვილის გამოწვევა, გამოწვევა იმისა, რომ მას თუ არ აინტერესებს ჩვენი პროტესტი, ჩვენი ხმა, ჩვენი აზრი, ჩვენ ვიქნებით მის წინააღმდეგ რადიკალურები და უკვე დღეიდან, სხვადასხვა ქალაქებში, სხვადასხვა ასაკის ათობით ათასი ადამიანი ერთ დიდ მოძრაობაში ჩაერთვება, რომელიც ალბათ სირცხვილიას მოძრაობის გაგრძელება იქნება. ჩვენ ბევრი ფლანგიდან შევუტევთ რეჟიმს, რომელმაც დაგვაბრმავა, დაგვასახიჩრა, მოგვწამლა. შევუტევთ და 2020 წელს აუცილებლად დავამარცხებთ არჩევნების გზით", - თქვა მაქარაშვილმა.